пятница, 15 января 2010 г.

ბაობაბის პროდუქცია

21–საუკუნის უნიკალური კვებითი პროდუქტი, რომლის ძირითადი შემადგენლობა არის „ბაობაბ ლაიფი“, წარმოადგენს აუცილებელ შემადგენელ ნაწილს სხვა საკვები პროდუქტებისა და ადამიანის კვებისა ზოგადად.
ბაობაბი არის ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები ხე დედამიწაზე. ის ძირითადად აფრიკის სავანეში იზრდება. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 5000 წელია. არა აქვს ასაკის განმსაზღვრელი რგოლები. დროსტან ერტად ეს ხე უფრო ახალგაზრდული და ძლიერი ხდება. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ბაობაბის მოხმარებაზე ევროპელებისთვის ლიცენზია გაიცა 2008 წელს. ეს ხე აუცილებლად ინახავს თავის თავში დიდ საიდულმოს. ეს გახლავთ ანტიოქსიდანტები ნაყოფსა და ფოტლებში, ინულინი, C–ვიტამინი, Ca–ი და Mg–ი.
ინულინი არის პრებიოტიკი, რომელიც ამცირებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს, დიაბეტს და ზოგიერტ სიმსივნურ დაავადებას, კერძოდ, სწორ ნაწლავში ინულინის ხარჯზე ხდება აღდგენა და გაჯანსაღება ნაწლავური ფლორისა, დიზბაქტერიოზის პროფიალქტიკა და საკვების მონელების გაუმჯობესება. დეტოქსიფიკაცია –ნაწლავების მთლიანი გაწმენდა, რის ხარჯზედაც ხდება მთელი ორგანიზმის ფილტრაცია, უმჯობესდება ორგანიზმში შეწოვა იმ აუცილებელი ელემენტებისა , როგორიცაა: ვიტამინები, მინერალები Ca–ი და Mg–ი და ა.შ შედეგად მცირდება ოსტეოპოროზის რისკი.
ბაობაბის ნაყოფის რბილობის ბოჭკოები არეგულირებენ ნაწლავის მოქმედებას. ბუნებრივი შეზღუდვების საშუალებით ქვეითდება მადა და შესაბამისად ადამიანი იკლებს წონაში. ხდება იმუნიტეტის ინტენსიური გაძლიერება. იზრდება ორგანიზმის ტონუსი. ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების რეგულარული გამოყოფით მნიშვნელოვნად უმჯობესდება საერთო მდგომარეობა.
პროდუქტი დღეს წარმოდგენილია ფხვნილის სახით, რომელიც იხსნება წყალში. არ შეიცავს ქოლესტერინს, შაქარს, პარაბენს. არომატი არის ნატურალური.